დამუხტვის პროცესი
- გაითვალისწინეთ ძაბვა ქსელში! დენის წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს დასამუხტი მოწყობილობის ქარხნულ ფირფიტას.
- დარწმუნდით, რომ დასამუხტი ბუდე (2) და აკუმულატორის კონტაქტები უხეშად დაბინძურებული არ არის. დარწმუნდით, რომ აკუმულატორი სწორედ არის ჩასმული.
დამუხტვის პროცესი იწყება, როდესაც დასამუხტი მოწყობილობის ქსელური შტეფსელი შეუერთდება როზეტს, აკუმულატორი ჩაიდგმება დასამუხტ ბუდეში (2).
- დამუხტვა შესაძლებელია, მხოლოდ თუ აკუმულატორის ტემპერატურა დასაშვებ დიაპაზონშია (0–45 °C).
დამუხტვის ინტელექტუალური პროცედურის წყალობით დასამუხტი მოწყობილობა ავტომატურად ამოიცნობს აკუმულატორის მუხტის დონეს და ასრულებს დამუხტვას ოპტიმალური დენით აკუმულატორის ტემპერატურის და ძაბვის შესაბამისად.
მუშაობის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება დამუხტვის შემდეგ მოწმობს აკუმულატორის დაძველებზე და მიუთითებს მის შეცვლაზე.
დამუხტვის უწყვეტი ციკლის ან დამუხტვის ციკლის მრავალჯერადი გამეორების შემთხვევაში შესვენების გარეშე, დასამუხტი მოწყობილობა შეიძლება გაცხელდეს. მიუხედავად ამისა, ეს უსაფრთხოა და არანაირად არ მიუთითებს დასამუხტი მოწყობილობის ტექნიკურ დეფექტზე.