მომხმარებლის ინტერფეისი

სამომხმარებლო ინტერფეისი (9) ემსახურება მუშაობის რეჟიმის არჩევას, აგრეთვე ელექტროხელსაწყოს მდგომარეობის ინდიკაციისთვის.

მდგომარეობის ინდიკატორები

ელექტროხელსაწყოს მდგომარეობის ინდიკატორი (14)

მნიშვნელობა/მიზეზი

გადაჭრა

ელექტროხელსაწყო გამორთულია

მწვანე

ელექტროხელსაწყო ჩართულია და მზადაა სამუშაოდ

ყვითელი

ელექტრონიკის კრიტიკული ტემპერატურის მიღწევა.
ელექტროხელსაწყოს სიმძლავრე შეზღუდულია, რათა თავიდან იქნას აცილებული დაზიანებები.

დაელოდეთ ელექტროხელსაწყოს მუშაობას უქმ სვლაზე და გაგრილებას, რათა ინდიკატორი (14) ისევ აინთოს მწვანედ

ყვითელი

  • ტექნიკური მომსახურების მოციმციმე ინდიკატორთან კომბინაციაში (12)

დადგა ელექტროხელსაწყოს რეგულარული ტექნიკური მომსახურების დრო

დაუყოვნებლივ გამორთეთ ელექტროხელსაწყო და ჩააბარეთ მომსახურების ცენტრში.
თუ არ შეასრულებთ ტექნიკურ მომსახურებას, ელექტროხელსაწყო შეიძლება დაზიანდე ან მწყობრიდან გამოვიდეს.

წითელი შუქი

ელექტროხელსაწყო გადახურდა.
ელექტროხელსაწყო გამოირთობა, რათა არ იქნას დაშვებული ელექტრონიკის დაზიანება.

დაელოდეთ ელექტროხელსაწყოს გაგრილებას.
ელექტროხელსაწყო მზადაა სამუშაოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩართვისას ინდიკატორი (14) ანთია მწვანედ.

ამუშავდა გაუთვალისწინებელი ჩართვის დაცვა.
იზღუდება ელექტროხელსაწყოს განმეორებითი ჩართვა ძაბვის გაქრობის შემდეგ (მაგ: მუშაობის დროს ქსელიდან ჩანგალის გამოღებისას), რათა არ დაუშვას ტრავმირება.

გამორთეთ ელექტროხელსაწყო და აღადგინეთ ელექტროკვება. ამის შემდეგ ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.

ფიქსაციის ღილაკი დაჭერილია რეჟიმში „დარტყმითი ბურღვა“

ისევ დააჭირეთ ფიქსაციის ღილაკს

გადამრთველი გაბურღვა/დამტვრევა ამოქმედდა მუშაობის დროს

გამორთეთ და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო

ზოგადი შეცდომა

  • გამორთეთ და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო
  • გამორთეთ და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყოს კვება

თუ შეცდომა არ აღმოიფხვრება:

  • გაგზავნეთ ელექტროხელსაწყო მომსახურების სახელოსნოში

წითელი მოციმციმე

  • მანათობელ ინდიკატორთან კომბინაციაში სწრაფი გამორთვის ფუნქცია (13)

ამუშავდა სწრაფი გამორთვის ფუნქცია.

დააჭირეთ ფიქსაციის ღილაკს და აუშვით ამომრთველს

ტექნიკური მომსახურების ინდიკატორი (12) ჩაქრება, როგორც კი შესრულდება ტექნიკური მომსახურება.

გეგმური ტექნიკური მომსახურების შესახებ შეტყობინების გაუქმება შეგიძლიათ მხოლოდ Reset (15) ღილაკზე 5 წამის განმავლობაში დაჭერით.

მუშაობის რეჟიმის არჩევა

დააჭირეთ ღილაკს (16) მუშაობის რეჟიმის ასარჩევად რამოდენიმეჯერ, სანამ არ აინთება საჭირო მუშაობის რეჟიმი.

ფუნქციები


მუშაობის რეჟიმის ინდიკატორი 100 %

მუშაობის რეჟიმი 100 %:
ელექტროხელსაწყო მუშაობს მაქსიმალური სიჩქარით და სიმძლავრით


მუშაობის რეჟიმის ინდიკატორი 80 %

მუძაობის რეჟიმი 80 %:
ელექტროხელსაწყო მუშაობს მაქსიმალური სიჩქარის დაახლოებით 80 % და შემცირებული სიმძლავრით დელიკატურ მასალაზე სამუშაოდ